ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთში უკრაინის ელჩი ანდრეი სიბიგა თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა” აღნიშნავს, რომ დიპლომატის გათავისუფლება გეგმურ როტაციას უკავშირდება.
ანდრეი სიბიგა თურქეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა. მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის დეპარტამენტს.