უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საკარანტინო ზომების დარღვევისა და კაფეში ვიზიტისთვის დააჯარიმეს.
პრეზიდენტი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად კაფეში 3 ივნისს იმყოფებოდა.
ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო კი, მისმა პრესსამსახურმა გაასაჯაროვა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მისთვის ჯარიმის გამოწერა სწორი ქმედება იყო.