ვლადიმირ ზელენსკი საკარანტინო ზომების დარღვევისთვის დააჯარიმეს

00:49, 11.06.2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საკარანტინო ზომების დარღვევისა და კაფეში ვიზიტისთვის დააჯარიმეს.

პრეზიდენტი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად კაფეში 3 ივნისს იმყოფებოდა.

ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო კი, მისმა პრესსამსახურმა გაასაჯაროვა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მისთვის ჯარიმის გამოწერა სწორი ქმედება იყო.

მსგავსი