ვლადიმირ ზელენსკი - ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების შეხვედრისთვის მზადება ივლისში დაიწყება
ვლადიმირ ზელენსკი - ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების შეხვედრისთვის მზადება ივლისში დაიწყება

ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების შეხვედრის სამზადისი ივლისში დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩემთვის მთავარი საკითხი არის ომის შეწყვეტა. განვიხილეთ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის შესაძლო თარიღები. ეს უკრაინაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება. მინდა, რომ შეხვედრა მალე შედგეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკი გერმანიაში საფრანგეთიდან ჩავიდა, სადაც ემანუელ მაკრონს შეხვდა. აუდიენციის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრას უმასპინძლოს.