ვლადიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებითა და დახმარებით, არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობრებს, არ მსურს, რომ ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს
ვლადიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებითა და დახმარებით, არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობრებს, არ მსურს, რომ ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს

მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებითა და დახმარებით, არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობრებს, არ მსურს, რომ ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი აცხადებს, რომ თავდასხმას არ აპირებს. რომელიღაც ჩვენგანი ტყუის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფოს, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, მათ, ვინც დღეს არის ჩვენს მხარეს, სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობრებს სახელებით – არ მსურს, რომ ზოგიერთ ქვეყანას დღეს შერცხვეს. თუმცა, ეს მათი საქმეა, ეს მათი სახელმწიფო და მათი კარმაა, ეს მათ სინდისზეა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეძლებენ ისინი, აუხსნან თავიანთი ქმედებები დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ სამხედროს და რაც მთავარია, სამ გოგონას კიევიდან, რომელთაგან ერთი ათი წლისაა, მეორე – ექვსის, მესამე კი მხოლოდ ერთის. დღეს ისინი მამის გარეშე დარჩნენ. დღეს ცენტრალური ევროპის დროით დილის 06:00 საათზე უკრაინელი მზვერავი, კაპიტანი ანტონ სიდოროვი გარდაიცვალა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული საარტილერიო იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ის თავისი ცხოვრების ბოლო მომენტში. მან ნამდვილად არ იცოდა, რა დღის წესრიგი იყო საჭირო ომის დასასრულებლად, თუმცა მან ზუსტად იცის პასუხი კითხვაზე, რომელიც მე დასაწყისში დავსვი. მან ზუსტად იცის, ვინ ტყუის ჩვენს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.