ვლადიმირ ზელენსკი - ელექტრონული მმართველობის კუთხით ვაგებთ ყაზახეთთან, ბელარუსთან, უზბეკეთთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბალტიის ქვეყნებთან და აგრესორთან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმში. უკრაინული მედიის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით ქვეყნის დაბალ რეიტინგს გაუსვა ხაზი.
„შეიძლება, ცოტა საწყენიც იყოს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაგებთ ყაზახეთთან, ბელარუსთან, უზბეკეთთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბალტიის ქვეყნებთან და აგრესორთან“, – თქვა ვლადიმირ ზელენსკიმ.
გაერო-ს მონაცემებით, ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-60, უკრაინა კი 82-ე პოზიციას იკავებს.