აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. თორნიკე რიჟვაძე, ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს იანეკ მაგის და ელექტრონული მმართველობის აკადემიის წარმომადგენელს ლიია ჰანნის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთერთ მთავარი საკითხი იყო ესტონეთის მოწინავე გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის სფეროში.

„მნიშვნელოვანია ესტონური გამოცდილების გაზიარება ელექტრონული სერვისებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. საჭიროა, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ უშუალო კომუნიკაციის და პროცესებში მაქსიმალური ჩართულობის საშუალება. სისტემა მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის და მოქალაქეებს ექნებათ წვდომა მუდმივად ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.​

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ტარტუსა და ქალაქ ნარვას შორის. ესტონეთის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციისქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრის (ENUT) აქტიური ჩართულობით, არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა აჭარის რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.