ვლადიმირ ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულ 72 მოქალაქეს შეხვდა

22:25, 05.03.2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულ 72 ადამიანს შეხვდა. მათ 14-დღიანი კარანტინის პერიოდი დაასრულეს. პრეზიდენტი ერთ-ერთ ადამიანს გადაეხვია, რომელსაც დღეს დაბადების დღე ჰქონდა.

ვლადიმირ ზელენსკიმ კარანტინში მყოფ ადამიანებს ჯანმრთელობა უსურვა.

უკრაინაში ამ ეტაპზე კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული მამაკაცი უკრაინაში იტალიიდან ჩავიდა.

მსგავსი