უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ჩინეთიდან ევაკუირებულ 72 ადამიანს შეხვდა. მათ 14-დღიანი კარანტინის პერიოდი დაასრულეს. პრეზიდენტი ერთ-ერთ ადამიანს გადაეხვია, რომელსაც დღეს დაბადების დღე ჰქონდა.
ვლადიმირ ზელენსკიმ კარანტინში მყოფ ადამიანებს ჯანმრთელობა უსურვა.
უკრაინაში ამ ეტაპზე კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული მამაკაცი უკრაინაში იტალიიდან ჩავიდა.