„ტელეგრაფი“ – უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა
უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა, – ამის შესახებ The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპი მასკის წინადადებას დათანხმდა, რის შემდეგაც პენტაგონმა Starshield-ზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მასკი ევროპელი მომხმარებლების უარყოფითი რეაქციის შესაძლებლობამ შეაშფოთა მას შემდეგ, რაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვას „სისხლისღვრის ღამე“ უწოდეს.
ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.
„სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.