ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული არმიის მიერ ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყების პირობები ამ ეტაპზე არ შემუშავებულა.

„ბიბისი“ წერს, რომ რამდენიმე დღის წინ მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, ასეთი ოპერაცია საფრანგეთის, საბერძნეთისა და თურქეთის ძალებით განხორციელებულიყო.

„ბიბისის“ ცნობით, ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ოპერაციის გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს, რაზეც პუტინის პასუხი იყო, რომ „ამაზე დაფიქრდება“.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის რუსულ ვერსიაში ნახსენებია ენერგორესურსების შესყიდვის დროს რუბლის გამოყენების საკითხი, თუმცა ელისეის სასახლის განცხადებაში ამაზე საუბარი არ არის.