ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
მოსახლობისადმი მიმართვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თათბირს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებიან.
კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გენერალურმა პროკურორმა, იგორ კრასნოვმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა, „ეფესბეს“ დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა, ასევე ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტირკინმა და სხვა უწყებების ხელმძღვანელებმა.
შეხვედრის დაწყებისას პუტინმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მათ მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
პუტინის თქმით, მან შეხვედრა მოიწვია, რათა ამ დროისთვის შექმნილი სიტუაცია განიხილოს და ისაუბროს იმ ამოცანებზე, რომლებიც ხელისუფლების წინაშე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად დადგა.