ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტით სექტემბერში მიიწვია. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერის, ივან მელნიკოვის განცხადებით, ფხენიანში ვიზიტისას, სერგეი ლავროვმა ჩრდილო კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა გადასცა.
რუსულ მედიასთან საუბარში, მელნიკოვმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი მიწვეულია აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ქალაქ ვლადივოსტოკში ყოველწლიურად იმართება.
სექტემბრის დასაწყისში ჩრდილო კორეაში ვიზიტს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი, ვალენტინა მატვიენკო გეგმავს.