ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას. თანდართულ მასალებში ნათქვამია, რომ 2003 წელს კიევსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ აქტუალობა დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია მოახდინა.
შეთანხმების დენონსაციის შესახებ კანონპროექტი ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას 24 მაისს წარუდგინა.
დოკუმენტი, რომელიც 2003 წელს ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ კუჩმამ გააფორმეს, ადგენდა, რომ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია. შეთანხმება ასევე განსაზღვრავდა აზოვის ზღვაში სახელმწიფო საზღვარს და აღნიშნულ აკვატორიაში გემების მიმოსვლას.
უკრაინამ აღნიშნული შეთანხმება, თავის მხრივ, 2023 წლის თებერვალში გააუქმა.