ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რუსეთის პირველმა პირმა აზერბაიჯანელ კოლეგას მისალოცი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიევის დამაჯერებელი გამარჯვება მის პოლიტიკურ ავტორიტეტზე მიუთითებს.
საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში გუშინ ჩატარდა. პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძოდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ამომრჩეველთა 86 პროცენტის მხარდაჭერით მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმარჯვებს.