აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრა დასრულდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, ლიდერებს უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ მდგომარეობაზე და ნატო-ს საკითხზე უნდა ესაუბრათ.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინთან საუბრის შემდეგ ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ბრიტანეთის პირველ პირებთან გამართავს სატელეფონო მოლაპარაკებას.