ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ონლაინ შეხვედრა დასრულდა
ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის ონლაინ შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ონლაინ შეხვედრა დასრულდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

მედიის ცნობით, ლიდერებს უკრაინის აღმოსავლეთით არსებულ მდგომარეობაზე და ნატო-ს საკითხზე უნდა ესაუბრათ.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინთან საუბრის შემდეგ ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ბრიტანეთის პირველ პირებთან გამართავს სატელეფონო მოლაპარაკებას.