ვლადიმერ პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი
„კურსკის რეგიონში ოპერაცია ნატო-სა და დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით დაიგეგმა“, – განაცხადა პატრუშევმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ოპერაცია „კიევის რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსის მოახლოებით იყო განპირობებული“.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებაზე დაამყარეს კონტროლი. მისივე თქმით, 6 აგვისტოდან უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეზე შევიდნენ და 1 150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.