ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული არასამუშაო დღეები რუსეთში 12 მაისს დასრულდება
რუსეთში 12 მაისიდან არასამუშაო დღეები დასრულდება და მუშაობა ისევ განახლდება, – ამის შესახებ მოსახლოებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლისას განუცხადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, პუტინის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ რუსეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდეს.
ქვეყანაში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის 221 344 შემთხვევა ფიქსირდება.