ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული არასამუშაო დღეები რუსეთში 12 მაისს დასრულდება

19:17, 11.05.2020

რუსეთში 12 მაისიდან არასამუშაო დღეები დასრულდება და მუშაობა ისევ განახლდება, – ამის შესახებ მოსახლოებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლისას განუცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, პუტინის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ რუსეთი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდეს.

ქვეყანაში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის 221 344 შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი