რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი აკორდას სახელმწიფო რეზიდენციაში ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდება. შეხვედრისას ისინი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ყაზახეთის და რუსეთის პრეზიდენტები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.
რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები ასევე რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ სესიას გამართავენ, რომლის თემაა „სოფლის მეურნეობა – ძლიერი ეკონომიკის საფუძველი“.