რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.
ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობის მთელ კომპლექსზე, დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ვითარდება ვითარება მთლიანად რეგიონში. სამწუხაროდ, გაუარესების ტენდენციაა, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს სირიასაც ეხება. რაც შეეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, აქაც ბევრი კითხვაა. არის პერსპექტიული მიმართულებები. ვიმედოვნებ, ჩვენც შევძლებთ ამ საკითხების თქვენთან განხილვას“, – განაცხადა პუტინმა.
ბაშარ ალ-ასადმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავს ემთხვევა.
„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ კვლავ გნახეთ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა ძალიან რთული გამოცდები გაიარეს. და, რა თქმა უნდა, ამ ათწლეულების განმავლობაში მოხდა რთული ტრანსფორმაციის პროცესები ჩვენს ქვეყნებში, თუმცა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ინარჩუნებს ნდობას. ყველა იმ მოვლენის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება მთელ მსოფლიოში და ევრაზიის რეგიონში, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენების განვითარების, შესაძლო პერსპექტივებისა და სცენარების განსახილველად“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.