ვლადიმერ პუტინი - რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს, 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ
რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტრაგიკული გარემოებების ჯაჭვს ჰგავს და 2015 წლის ინციდენტს არ უნდა შევადაროთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში ასადის ძალების მიერ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრისას განაცხადა.
„2015 წელს თურქეთის ავიაგამანადგურებელმა ჩვენი თვითმფრინავი გამიზნულად ჩამოაგდო. ახლა კი ჩვენი თვითმფრინავი ისრაელს არ ჩამოუგდია. სირიაში რუსეთი თავისი სამხედროების დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამას ყველა გრძნობს“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
სირიაში გაუჩინარებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-20 სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების, ეს-200-ის კომპლექსის რაკეტით ჩამოაგდეს.