ვლადიმერ პუტინი - რუსეთისთვის ამ რთულ დროს თბილი და გულწრფელი გრძნობები ჩვენი სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო ძლიერად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას
რუსეთისთვის ამ რთულ დროს თბილი და გულწრფელი გრძნობები ჩვენი სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო ძლიერად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით კრემლში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა.
1991 წლის 12 ივნისს რუსეთის პარლამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის სუვერენიტეტი საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა იმავე წლის დეკემბერში და 12 ივნისის დღესასწაული დაწესდა 1992 წელს.
„ეს სახელმწიფო დღესასწაული აღნიშნავს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განუყოფლობას, სამშობლოს სიდიადეს და დიდებას. ეს აძლიერებს ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ერთიანობას; ჩვენს ერთგულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ; ჩვენს თბილ და გულწრფელ გრძნობებს საყვარელი სამშობლოს მიმართ. რუსეთისთვის ამ რთულ დროს თბილი და გულწრფელი გრძნობები ჩვენი სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო ძლიერად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას. ისინი ემსახურებიან ჩვენი გმირების საიმედო მხარდაჭერას, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც მიაღწიეს დიდ გამარჯვებებს შრომაშიც და ომშიც“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.