ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიზანი არ არის ევროკავშირში განხეთქილება
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის მიზანი არ არის ევროკავშირში განხეთქილება

რუსეთი ერთიანი ევროპითაა დაინტერესებული და კავშირში განხეთქილება არ სურს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ავსტრიულ ტელე-რადიო კომპანია ORF-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მიზანი არ არის ევროკავშირში განხეთქილება. პირიქით, დაინტერესებულნი ვართ ერთიანი და აყვავებული ევროპით, რადგან ევროკავშირი ჩვენი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია“ – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

კრემლის ინფორმაციით, 5 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ავსტრიას ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში პუტინი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს, ალექსანდრ ვან დერ ბელნთან და ფედერალურ კანცლერ, სებასტიან კურცთან გამართავს შეხვედრებს.