ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და აგრესიული გეგმები არ აქვს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და აგრესიული გეგმები არ აქვს

რუსეთში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო. ვლადიმერ პუტინის შეფასებით, რუსი სამხედროები უმაღლესი დონზე არიან მომზადებულები და ყველა წინააღმდეგობის დაძლევას შეძლებენ.

რუსეთის ლიდერის თქმით, ქვეყანა გააგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რათა მათ „რუსთის სუვერენიტეტის დაცვა და მოკავშირეების დახმარება შეძლონ“.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და აგრესიული გეგმები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბური სამხედრო სწავლება „ვასტოკ 2018“ მიმდინარეობს. მანევრებში მონაწილეობს ავიაცია, ფლოტი და მძიმე ტექნიკა. წვრთნებში სულ 300 000 რუსი ჯარისკაცია ჩართული. ეს 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრებია, რომელსაც რუსეთში ატარებენ.