რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ვლადივასტოკში შეხვდა. მოლაპარაკებები კუნძულ რუსკიზე გაიმართა.
ორი ქვეყნის მეთაურების შეხვედრის ერთ-ერთი მთავრი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იყო. პუტინი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეასთან და აშშ-თან ურთიერთობების დარეგულირების ძალისხმევას.
აღსანიშნავია, რომ ეს ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრაა.