ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა

08:59, 25.04.2019

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ვლადივასტოკში შეხვდა. მოლაპარაკებები კუნძულ რუსკიზე გაიმართა.

ორი ქვეყნის მეთაურების შეხვედრის ერთ-ერთი მთავრი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იყო. პუტინი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეასთან და აშშ-თან ურთიერთობების დარეგულირების ძალისხმევას.

აღსანიშნავია, რომ ეს ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრაა.

მსგავსი