ვლადიმერ პუტინი - გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის, აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს
ვლადიმერ პუტინი - გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის, აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს

ჩინეთსა და რუსეთს ბევრი საერთო ამოცანა აქვთ. ყურადღებით გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, აუცილებლად განიხილავენ, მათ შორის, ჩინეთის ინიციატივას.

„მიხარია, რომ ახლა უკვე პირადად მაქვს შესაძლებლობა, მოგილოცოთ პოსტზე მესამე ვადით არჩევა. ჩინეთსა და რუსეთს ბევრი საერთო ამოცანა და მიზანი აქვთ. ყურადღებით გავეცანი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივას, რომელსაც უპირობოდ პატივს ვცემთ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში დღეს ჩავიდა.