ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

14:20, 20.03.2023

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს კრემლში, მოსკოვის დროით 15:00 საათზე შეხვდება.

თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტია.

მსგავსი