ვლადიმერ პუტინი დღეს აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალს ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრება, – ამის შესახებ მისი პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იუწყება.
აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური რუსული ენერგოკომპანიის ჩართულობით აშენდა და ის პირველი ასეთი სადგურია ქვეყანაში. აქუიუს სადგური 4 800 მეგავატის სიმძლავრისაა და ოთხი რეაქტორისგან შედგება. პროექტის მშენებლობაზე შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის 2010 წელს გაფორმდა.
ბირთვული ელექტროსადგურის გახსნას უნდა დასწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ღონისძიებაზე მისვლას, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამშაბათს გამართული სატელევიზიო ინტერვიუ შეწყვიტა.