ვლადიმერ პუტინი - ბრიტანულ ხომალდთან დაკავშირებული საკითხი აშკარა პროვოკაციაა, მათ, ვინც ამას აკეთებს, ესმით, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ
ვლადიმერ პუტინი - ბრიტანულ ხომალდთან დაკავშირებული საკითხი აშკარა პროვოკაციაა, მათ, ვინც ამას აკეთებს, ესმით, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ

ბრიტანულ ხომალდთან დაკავშირებული საკითხი აშკარა პროვოკაციაა. რისი ჩვენება, ან რისი მიღწევა სურდათ? ეს კომპლექსური საკითხი იყო, რომელსაც არა მხოლოდ ბრიტანელები, არამედ ამერიკელებიც ახორციელებდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური ტელე-ხიდისას, სახელწოდებით „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე, თავისი მომავლისთვის იბრძვის.

„მე მაცნობეს, რომ კრეტადან, დილიდან ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავიც აფრინდა. რატომ მოაწყვეს პროვოკაციები? იმ შემთხვევაშიც, თუ ჩვენ ამ ხომალდს ჩავძირავდით, რთულად წარმოსადგენია, რომ მსოფლიო ომის საფრთხე დადგებოდა. მათ, ვინც ამას აკეთებს, ესმით, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ. ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა პუტინმა.

23 ივნისს რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი გემი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ბრიტანული ხომალდი შავ ზღვაში „აბსოლუტურად სწორად“ იქცეოდა.