ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ნატო-ს თვითმფრინავებისა და გემების ესკორტირებით შემოიფარგლება
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან უარი თქვა თავდაცვის სამინისტროს წინადადებაზე, შავ ზღვაში ნატო-ს აქტივობის საპასუხოდ სამხედრო წვრთნების გამართვის შესახებ, რადგან ვლადიმერ პუტინის თქმით, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია არ სურს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პუტინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ნატო-ს თვითმფრინავებისა და გემების ესკორტირებით შემოიფარგლება.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები შავ ზღვაში დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რაც მოსკოვისთვის სერიოზული გამოწვევაა. აშშ-ში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში არსებული სამხედრო გემები რეგიონში ნატო-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავების, სტრატეგიული ბომბდამშენებისა და სამხედრო გემების აქტივობის გამო, რუსეთმა უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.