ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ.
ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ.
პუტინის თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის რეზერვების გაყინვით, დეფოლტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციასთან.