ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენები გენოციდს აგონებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენები მას გენოციდს აგონებს. ეს განცხადება პუტინმა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, რუსოფობია გენოციდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
„ის, რაც ახლა ხდება დონბაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის. ეს რა თქმა უნდა, გენოცის ჰგავს“, – განაცხადა პუტინმა.