ვლადიმერ ელჩენკო - იქ ჩვენი მოსახლეობაა, ეს ლოზუნგი რუსეთიდან გვესმოდა საქართველოში ომის დაწყებამდეც
ვლადიმერ ელჩენკო - იქ ჩვენი მოსახლეობაა, ეს ლოზუნგი რუსეთიდან გვესმოდა საქართველოში ომის დაწყებამდეც

გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმირ ელჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკრგულება, დონბასის მცხოვრებლებმა რუსული პასპორტები გამარტივებული წესით მიიღონ, უხეშად არღვევს მინსკის შეთანხმებას. ელჩი მოუწოდებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„რუსეთს აღარ შეუძლია დამალვა, რომ დონბასში რეგუალრული არმია ჰყავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ლოზუნგიდან „ისინი იქ არ არიან“, გადავიდნენ რევანშისტულ ლოზუნგზე – „იქ ჩვენი მოსახლეობაა“. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, საქართველოში ომის დაწყებამდე. ჩვენ ვიცით, სად მივყავართ ასეთ ლოზუნგებს“, – განაცხადა ვლადიმირ ელჩენკომ.

დიპლომატის თქმით, ვითარების შეცვლა მხოლოდ რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით არის შესაძლებელი.