„ვიზეარის“ წარმომადგენელი - საქართველოს ერთგული ვრჩებით და როგორც კი გარემოებები საშუალებას მოგვცემს, ფრენებს განვაახლებთ
„ვიზეარი“ განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება, – აცხადებს „ვიზეარის“ (Wizz Air) კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო. მის კომენტარს „ვიზეარი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წელს ფრენებზე ნებართვების მოსაპოვებლად 20 მიმართულებაზე შეიტანა განაცხადი.
„ვიზეარი“ ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენებზე ნებართვებისა და სლოტების მოსაპოვებლად 2021 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე, რომელიც 2021 წლის 28 მარტს იწყება. საუბარია 20 მიმართულებაზე, კვირაში 45 სიხშირით.
„ვიზეარი“ განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება.
ამ ეტაპზე, ძალიან ადრეა კომენტარის გაკეთება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხზე სპეკულაციას არ დავიწყებდით, რადგან სიტუაცია ძალიან მერყევია ყველა ბაზარზე და მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელებას ხელი შეუშალონ. „ვიზეარი“ ერთგული რჩება საქართველოსი და ქუთაისის აეროპორტიდან მუშაობის განაახლებს, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებს ანდრაშ რადო.