„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“განმარტებით, მათი ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, აგრეთვე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში.
„სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.