ეროვნული ბანკი - „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში ნებართვის არც ერთი მოთხოვნა არ შემოსულა, ნებისმიერი გარიგება მოხდება სანქციების მოთხოვნებისა და კანონმდებლობის დაცვით
ეროვნული ბანკი - „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში ნებართვის არც ერთი მოთხოვნა არ შემოსულა, ნებისმიერი გარიგება მოხდება სანქციების მოთხოვნებისა და კანონმდებლობის დაცვით

საქართველოს ეროვნული ბანკი „ვითიბი ბანკის“ შესაძლო გასხვისების შესახებ განმარტავს, რომ ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არც ერთი მოთხოვნა არ შესულა.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არც ერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.