ვითარება მარნეულში - კარანტინის პირველი დღე საქართველოს პირველი არხის ობიექტივში
მარნეულში კარანტინი მოქმედებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გაგებით ეკიდებიან იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლები აძლევენ.
რაიონში ჯანდაცვის სამსახურების მობილიზებაა. კარდაკარ ამოწმებენ და აკვირდებიან ყველას, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს ახლო კონტაქტი ჰქონდა. ინფექციის წყარო დადგენილი არ არის. კონტაქტების სია კი ვრცელია და საერთო ჯამში 1 700-ს აღწევს. ქალაქ მარნეულში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს – სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ სურსათის ან მედიკამენტების შესაძენად. რაიონის ყველა შესასვლელთან პოლიციის და თავდაცვის ძალები დგანან. ეწყობა რამდენიმე საველე ჰოსპიტალი.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მარნეულში იმყოფება. ლიკა ალელიშვილი, გიორგი პაჭიკაშვილი და ირაკლი გედენიძე ქალაქ მარნეულში სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მუშაობენ.