ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გრძელდება. ამ წუთებში სპეციალური ტექნიკიდან აქციის მონაწილეებს ხმოვანი შეტყობინებით დაშლისკენ მოუწოდებენ და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ აფრთხილებენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცესკო-სთან საღამოს გადაინაცვლეს. თავდაპირველად ისინი რკინის ჯებირს ხელებს, ასევე ქვებსა და სხვადასხვა ნივთს ურტყამდნენ.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ღობისა და პოლიციის კორდონის გარღვევა დაიწყეს, რასაც წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.