ვითარება ცესკო-სთან [ფოტო/ვიდეო]

22:42, 08.11.2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გრძელდება. ამ წუთებში სპეციალური ტექნიკიდან აქციის მონაწილეებს ხმოვანი შეტყობინებით დაშლისკენ მოუწოდებენ და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ აფრთხილებენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცესკო-სთან საღამოს გადაინაცვლეს. თავდაპირველად ისინი რკინის ჯებირს ხელებს, ასევე ქვებსა და სხვადასხვა ნივთს ურტყამდნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ღობისა და პოლიციის კორდონის გარღვევა დაიწყეს, რასაც წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.

https://www.youtube.com/watch?v=RqsOcK1nnTY

მსგავსი