ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის საქმეზე ბრალდებულები გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.  ბრალდებულებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მათ ბრალი ედებოდათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობა, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. მოსამართლე შორენა გუნცაძემ საქმეში სიძულვილის მოტივი ვერ დაინახა და ბრალდებულები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.