ვიტალი კლიჩკო უკრაინელ მამაკაცებს თხოვნით მიმართავს - არ არის საჭირო უსაფრთხო ადგილებიდან თანაგრძნობის გამოხატვა, დაბრუნდით კიევში, ერთად დავიცვათ დედაქალაქი
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ყველა მამაკაცს უკრაინაში დაბრუნებისა და დედაქალაქის დაცვისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ „ტელემარათონის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მტრის მიზანი უკრაინის დედაქალაქია, ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო. კიევს მათ არ დავუთმობთ. მივმართავ ყველა მამაკაცს, რომლებმაც საკუთარი მეუღლეები და შვილები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, გთხოვთ, დაბრუნდით კიევში. ვისაც შეუძლია იარაღით ხელში, ვისაც შეუძლია ბლოკპოსტების აგებით, ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით აგრესორს პასუხი უნდა გავცეთ და აუცილებლად გავცემთ. არ არის საჭირო უსაფრთხო ადგილებიდან თანაგრძნობის გამოხატვა, დაბრუნდით და ერთად დავიცვათ დედაქალაქი,“ – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.