ვიტალი კლიჩკო - კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიევს თუ ვინმე შეუტევს, მზად დავხვდეთ
ვიტალი კლიჩკო - კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიევს თუ ვინმე შეუტევს, მზად დავხვდეთ

კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ, – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„კიევი არის გული, კიევი არის დედაქალაქი. კიევი იყო და რჩება აგრესორის მთავარ სამიზნედ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა განვიხილოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ კიევს თუ ვინმე შეუტევს, მზად დავხვდეთ“, – აღნიშნა კლიჩკომ.

კიევის მერმა განაცხადა, რომ ახლა ქალაქი ბევრად დაცულია, ვიდრე ეს ერთი თვის, ექვსი თვის ან ერთი წლის წინ იყო. მისივე თქმით, კიევის დასაცავად უფრო დეტალური პროგრამაა შემუშავებული.