ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი ექიმია
ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი ექიმია

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ დაბომბვის დროს საავამდყოფოს ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაიღუპა.  მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული ექიმია.

სარაკეტო იერიშის შედეგად ბავშვთა საავდმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კიევში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. დაშავებულია 66 ადამიანი.

ამასთან, დღეს სარაკეტო იერიში უკრაინის რამდენიმე ქალაქში განხორციელდა. საერთო ჯამში, უკრაინაში თავდასხმებს დღეს 28 ადამიანი ემსხვერპლა.