ვისკონსინის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ოთხი ადამიანი დაიღუპა
ამერიკაში, ვისკონსინის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.
თვითმფრინავმა, მონროს აეროპორტში დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე სიმაღლე დაკარგა და აეროპორტიდან ორი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.