ვირუსის გავრცელების ზონიდან საკუთარი მოქალაქეების გამოსაყვანად გერმანია ჩინეთში თვითმფრინავს გაგზავნის
გერმანიის მთავრობა ჩინეთში თვითმფრინავს აგზავნის, რომლითაც იმ რეგიონებიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული, საკუთარ მოქალაქეებს გამოიყვანს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ეარბას ა 310“ შანხაიში დღეს ჩაფრინდება. ადგილზე ექიმები მოქალაქეებს ექსპრეს-ტესტს ჩაუტარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ არის დაინფიცირებული.
გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავარიაში ერთ-ერთი მამაკაცი სამუშაო სემინარზე იმყოფებოდა, სადაც ჩინეთიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სემინარში მონაწილე ერთ-ერთი სტუმარი დაინფიცირებული იყო.