ვიქტორია ნულანდი - გარკვეული ნიშნები არის, რომ რუსები დაინტერესებულნი არიან, ჩაერთონ ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვაში
გარკვეული ნიშნები არის, რომ რუსები დაინტერესებულნი არიან, ჩაერთონ ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადებების განხილვაში, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნულანდის თქმით, მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სავარაუდოდ ახალ მოლაპარაკებებს გამართავენ.
„ჩვენ გვინდა ამ საკითხების მოგვარება დიპლომატიური გზით, შეიარაღების კონტროლით. პუტინმა საკუთარ თავს მისცა ამ ვარიანტით მოქმედების შესაძლებლობა, მაგრამ მან ასევე მისცა საკუთარ თავს მასშტაბური შეჭრის შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის“, – განაცხადა ნულანდმა.