ვიქტორ ორბანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების ნაწილმა „ბელა ჩაო“ იმღერა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა „ბელა ჩაო“ იმღერა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დეპუტატებს შეახსენა, რომ ისინი „ევროვიზიის“ კონცერტზე არ იმყოფებიან და მოუწოდა, პატივი სცენ საკანონმდებლო ორგანოს.
ცნობისთვის, უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.